Sunday, February 23, 2014

დღე 8

კიდევ უფრო საინტერესო იყო დღევანდელი დღე....საინტერესო და შრომატევადი..ვემზადებით პრეზენტაციისთვის...ვნახოთ როგორ შეაფასებენ ჩემი კოლეგები...

Monday, February 17, 2014

დღე 7

არაჩვეულებრივ ჯგუფთან მიწევს ურთიერთობა და მიუხედავად იმისა,  რომ უზომოდ ვიღლებით, მაინც გული მწყდება რომ ბოლოსკენ გავედით...

Tuesday, February 11, 2014

დღე 6

შრომატევადი და საინტერესო დღე იყო. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკას და შევინახეთ d-დისკზე

Monday, February 10, 2014

დღე 5

ძალიან საინტერესო  დღე იყო. youtube-დან ატვირთული ვიდეო გადავიტანეთ ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე.

მომავლის კლასი

Wednesday, February 5, 2014

მე-4 დღე

კიდევ უფრო შრომატევადი აღმოჩნდა დღევანდელი დღე. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია  პროგრამა PowerPoint-ში. პრეზენტაცია ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. პროექტის გეგმაში ჩავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Monday, February 3, 2014

დღე 3

დღევანდელი დღე შრომატევადი და ნაყოფიერი იყო. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა. ვისწავლეთ დოკუმენტის  გაზიარება google doc-ში ჯგუფში. რაც დრო გადის ვხვდები, რომ ჩემთვის შესწავლილი მასალა ერთობ გამოსადეგია პროექტებით სწავლების დროს.

Sunday, February 2, 2014

დღე 2

საკმაოდ საინტერესო დღე იყო.ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება რამდენიმე ვარიანტით და შაბლონების შეცვლა.