Monday, November 4, 2013

პროექტი


 პროექტის სახელწოდება: „იავნანამ რა ჰქმნა?!“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეების აქტიურად ჩართულობა ინკლუზიურ ბავშვთა ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: ინკლუზიურ ბავშვთა ინტეგრირება საზოგადოებაში.
პროექტის მიზნები: ინკლუზიურ ბავშვთა შესაძლებლობების ჩვენება.
 მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარება.                                  
 თანამშრომლობა ინკლუზიურ ბავშვებსა და მოსწავლეებს შორის.                                  
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედების, კვლევა-ძიების უნარი.შეიქმნება კედლის გაზეთი.დამზადდება პლაკატები  და  გულსაბნევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი საღებავები, ფორმატი, ფერადი ბისერები, ციფრული ფოტო-აპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):აქტივობებში  ჩართულები იქნებიან
ბავშვები შესაძლებლობის ფარგლებში.ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად. აქტივობა 1-პირველ  ჯგუფს ვავალებ ინტერნეტში  მოიძიონ   მუსიკალური ნომერი„იავნანა’’ თამარ ჭოხონელიძის შესრულებით.პარალელურად ბავშვები ხატავენ გაკვეთილის პერსონაჟებს. აქტივობა 2 ფილმის ჩვენება (იავნანამ რა ჰქმნა?!)  აქტივობა 3 -მეორე ჯგუფს  დავალებად ვაძლევ გააკეთონ ბისერებით გულსაბნევები. აქტივობა 4 -ჯგუფი ამზადებს პლაკატებს. აქტივობა 5 - მეოთხე ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთს. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგან ხელოვნებასთან  მჭიდრო კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკატერინე ღვალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katerinaghvaladze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ekaterinegvaladze12blogspot.com